Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტის საპატიო ჯილდოს გადაცემა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, „უნივერსიტეტის ოქროს მედლით“ დააჯოლდოვდნენ აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი და პროფესორი ირაკლი კოვზანაძე.

2025 წლის 7 თებერვალს, ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის: „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში: შედეგები და პერსპექტივები“ ფარგლებში, თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პროფსორ ირაკლი კოვზანაძეს, საზეიმო ვითარებაში გადასცა საპატიო ჯილდო. სამწუხაროდ, აღნიშნულ ღონისძიებაში, ობიექტური მიზეზების გამო, მონაწილეობა ვერ მიიღო აკადემიკოსმა მიხეილ ჯიბუტმა. ამიტომ მას ეს მედალი დღეს, 13 თებერვალს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ გადასცა.

 

თარიღი: 13/02/2025